GE

სექტემბრიდან ბათუმში ახალი უნივერსიტეტი, “BAU”, გაიხსნება

“BAU”-ს ბათუმის უნივერსიტეტი სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა “ბაჰჩეშეჰირის” ბათუმის უნივერსიტეტის და სამედიცინო კლინკის გახსნის საკითხები თურქეთში ვიზიტის ფარგლებში „BAU“-ს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

სტამბოლის, ბერლინის და ვაშინგტონის, შემდეგ „BAU“ რიგით მე-4 უნივერსიტეტს ბათუმში 2015 წლის სექტემბერში გახსნის, პირველ სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამედიცინო სპეციალობის 50 სტუდენტს მიიღებს, ამჟამად მიმდინარეობს სასწავლებლის ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი.

უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე წარიმართება, ლექციებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ. სამომავლოდ სასწავლებელი სტუდენტთა მიღებას სხვა სპეციალობებზეც გეგმავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური