SEU-ს სამაგისტრო პროგრამები, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს – ფინანსური ტექნოლოგიები და ბიზნეს ანალიტიკა
თუ შენი სურვილია, აღიჭურვო საჭირო ცოდნით განვითარებადი ტექნოლოგიების ძალის გამოყენებისა და ფინანსურ ინდუსტრიაში ინოვაციების გასაძლიერებლად, ან გსურს, გახდე სტრატეგიული ბიზნეს ანალიტიკოსი, რომელსაც შეეძლება ეფექტური ნავიგაცია როგორც ბიზნესის ასევე ტექნოლოგიების დინამიურად ცვალებად გარემოში, მაშინ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უნიკალური სამაგისტრო პროგრამები სწორედ შენთვისაა.
SEU-ს ფინანსური ტექნოლოგიებისა (ფინტექი) და ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამებს საქართველოში ანალოგი არ აქვს, ქვეყანაში კი, როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ასეთი კადრებისა და ამ სფეროში აკადემიური განათლების მიღების დეფიციტი გვაქვს – „აიტი პლუს ბიზნესი – ჩვენი სამაგისტრო პროგრამები ხიდია ამ ორ სფერო შორის“.
ბიზნესის ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამას უნიკალურს ხდის მისი ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას ბიზნესის ანალიზის პრაქტიკულ უნარებთან. პროგრამა გამოირჩევა ისეთი საგნების ინტეგრირებით, როგორიცაა ბიზნეს ანალიტიკის ტექნიკები, Agile მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მოდელირება და არქიტექტურა, Product Ownership და თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკა. სტუდენტები ისარგებლებენ სასწავლო გეგმით, რომელიც აბალანსებს თეორიას პრაქტიკულ გამოცდილებასთან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათ ეფექტურად გააანალიზონ ბიზნესის საჭიროებები და მოთხოვნები, იმოქმედონ დაინტერესებულ მხარეებთან და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მიზნები კი მიზნები კი შემუშავებულია იმისათვის, რომ პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს შეუქმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ გაიღრმავონ ფინანსების დისციპლინის თეორიული ცოდნა, ასევე გაიუმჯობესონ ციფრული და ტექნოლოგიური უნარები, რათა უფრო გამართულად უპასუხონ პრაქტიკაში დასმულ ამოცანებსა და გამოწვევებს. ყოველივე ეს უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კარგად ინფორმირებულობასა და მომზადებას წარმატებისთვის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებად სფეროში.
ის ფაქტიც, რომ პროგრამების შექმნაში ჩართულნი არიან უშუალოდ დამსაქმებლები და სფეროს პროფესიონალები, მომავალ კურსდამთავრებულთა ფართო სამომავლო პერსპექტივების მაჩვენებელია და სწორედ ისინი გვიამბობენ დეტალურად თითოეული პროგრამის მიზნებზე, შინაარსზე, დასაქმების სფეროებსა და სწავლების პროცესზე.
ბიზნესის ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა – ხელმძღვანელები: დავით კობრავა – TBC ბანკის სისტემური ანალიტიკოსი და მარიამ ჯოხაძე – EPAM Georgia-ს ბიზნეს ანალიტიკოსი:
– ბიზნესის ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას ბიზნეს პროცესების ანალიზის, პროგრამული უზრუნველყოფის, IT მენეჯმენტის და პრობლემების გადაჭრის უნარებით, რომ შეძლოს ბიზნეს საჭიროებების ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირება. ის შექმნილია იმისთვის, რომ გადაჭრას თანამედროვე გამოწვევები სწრაფად განვითარებად ბაზარზე და მოამზადოს სტუდენტები შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
პროგრამა შედგენილია დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და ფოკუსირებულია ისეთ დარგობრივ კომპეტენციებზე, როგორიცაა, ბიზნესის მოთხოვნების დადგენა და მართვა, მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია, ბიზნეს პროცესების ანალიზი და მოდელირება, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და მათ დომენებში არსებული პრობლემების გადაჭრა. ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ჯენერალისტ ბიზნეს ანალიტიკოსის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რისთვისაც მას უნდა გააჩნდეს სისტემური ცოდნა: ღრმა ტექნიკური ცოდნა და ბიზნესის ანალიზის უნარი.
– რას ისწავლიან ამ პროგრამაზე სტუდენტები და რა უნარები ექნება ბიზნეს ანალიტიკის კურსდამთავრებულს?
– სტუდენტები შეისწავლიან ბიზნეს პროცესების სისტემურ ანალიზს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს და სისტემის არქიტექტურას, ბიზნესის მოთხოვნების იდენტიფიცირებას და მართვას, მონაცემთა ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის მოწინავე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას, ფინანსების და ადამიანური რესურსების მენეჯმენტს. მათ განუვითარდებათ კომუნიკაციის ძლიერი უნარები, შექმნიან ეფექტურ ბიზნეს მოდელებს და მზად იქნებიან მულტიდისციპლინურ გარემოში ლიდერობისთვის. გარდა ამისა, პროგრამა ხაზს უსვამს ეთიკურ პრაქტიკას და მონაცემთა უსაფრთხოებას, რაც უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულები მზად იქნებიან დაიცვან პროფესიული სტანდარტები თავიანთ მომავალ კარიერაში.
ბიზნეს ანალიტიკის კურსდამთავრებული დამოუკიდებლად გამოიყენებს ბიზნესის ანალიზისათვის უახლეს ტექნოლოგიებს ინფორმაციის შესაგროვებლად და საფუძვლიანი ანალიზის ჩასატარებლად, შეასრულებს მონაცემების მოდელირებასა და ინტერპრეტაციას; შექმნის ბიზნესის ანალიზის და მოთხოვნების მკაფიო და ლაკონურ დოკუმენტაციას, ტექნიკურ სპეციფიკაციას, და მოახდენს ეფექტურ კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან; კურსდამთავრებული სხვადასხვა ბიზნეს დიაგრამის გამოყენებით, სიღრმისეულად გააანალიზებს და/ან შექმნის ბიზნეს პროცესებს, მოახდენს მათ ოპტიმიზაციას, განიხილავს და შეადარებს ბიზნესის ანალიზის საუკეთესო პრაქტიკებს და გაიდლაინებს სხვადასხვა ტიპის პროექტთან ადაპტაციისთვის.
ორი აკადემიური წლის განმავლობაში, სტუდენტები გაივლიან ისეთ საგნებს, როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნეს ანალიტიკისათვის, Agile მეთოდოლოგია და ტექნოლოგიები, მონაცემთა, მარკეტინგის, ბიზნეს პროცესების, ფინანსური მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი, გადაწყვეტილებისა და სისტემის არქიტექტურა; თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკა და Product Ownership და სხვა. სალექციო კურსებს უძღვებიან დარგში წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტები.
– სად შეიძლება დასაქმდეს ბიზნეს ანალიტიკის კურსდამთავრებული?
– ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს ტექნიკურ და მენეჯერულ კომპონენტებს, აქედან გამომდინარე კურსდამთავრებულებს ეძლევათ განსაკუთრებით ფართო შესაძლებლობები პროფესიული წინსვლისთვის. დასაქმება შესაძლებელია შემდეგ პოზიციებზე: საშუალო რგოლის ბიზნეს ანალიტიკოსი, სისტემური ანალიტიკოსი, პროდუქტის მფლობელი/მენეჯერი, ხარისხის უზრუნველყოფის ანალიტიკოსი, ციფრული ტრანსფორმაციის ანალიტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი და ა.შ.
ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა – ხელმძღვანელი: ერეკლე ზარანდია – SEU-ს ასოცირებული პროფესორი:
– ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შედგენილია დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას, თუ როგორ იკვეთება ფინანსები და ტექნოლოგია. ფინანსური ტექნოლოგები გახდა სწრაფად განვითარებადი და გავლენიანი სფერო, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ფინანსური სერვისების მიწოდების, წვდომისა და მართვის გზაზე. ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს თანამდეროვე ცოდნა და საჭირო უნარები ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას საჭირო ცოდნით სწრაფად განვითარებადი ფინანსურ სფეროზე ნავიგაციისთვის, განვითარებადი ტექნოლოგიების ძალის გამოყენებისა და ფინანსურ ინდუსტრიაში ინოვაციების გასაძლიერებლად.
– რას ისწავლიან ამ პროგრამაზე სტუდენტები და რა უნარები ექნება ფინტექის პროგრამის კურსდამთავრებულს?
– პროგრამის მიზანია სტუდენტს ფინანსების, მისი მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები შეასწავლოს. მაგისტრანტებს შევუქმნით გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ გაიღრმავონ საფინანსო დისციპლინების თეორიული ცოდნა, გაიუმჯობესონ კონტექსტის შეფასების უნარები, რადგან ეფექტიანად უპასუხონ პრაქტიკაში დასმულ ამოცანებსა და გამოწვევებს. ფინანსების, მისი მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების ცოდნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბიზნესში დასაქმებული პროფესიონალისათვის.
ფინტექის კურსდამთავრებული დამოუკიდებლად გააანალიზებს არსებული ფინანსური ტექნოლოგიების როლს საფინანსო პროცესების მდგრადობაში, შეაფასებს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ რისკებსა და გავლენას ფინანსურ ბაზრებზე, ინსტიტუტებსა და სერვისებზე; და წარმართავს ტექნოლოგიური და სხვა ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების ადაპტაციას პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად ფინანსების სფეროში.
– სად შეიძლება დასაქმდეს ფინტექის კურსდამთავრებული?
– 1) ფინანსური ინსტიტუტებში, რომლებიც იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
2) Fintech სტარტაპებში – რომლებსაც შემოაქვთ სიახლეები ფინანსურ ინდუსტრიაში;
3) საკონსულტაციო ფირმებში – რომლებიც კონსულტაციებს უწევენ ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვის მიმართულებით;
4) ტექნოლოგიურ კომპანიებში – რომელთაც აქვთ ფინანსური რესურსები ან განყოფილებები, რომლებიც ორიენტირებულია ციფრულ გადახდებზე, სესხებზე და ფინტექის სხვა სერვისებზე.
საინვესტიციო ფირმებში, მარეგულირებელ და შესაბამისობის ორგანოებში; სადაზღვევო კომპანიებში, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში, კვლევასა და აკადემიაში.
დასასრულს გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებზე უკვე დაიწყო საბუთების მიღება.
„სტუდენტები ჩვენთან ისწავლიან უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილ ულტრათანამედროვე კამპუსში, სადაც დახვდებათ ყველა ის რესურსი, რაც სრულფასოვანი განათლების მიღებისთვისაა საჭირო“, – აცხადებენ SEU-ს წარმომადგენლები.
(R)
- ყოველ წელს SEU-ს სტუდენტები და ლექტორები MIT – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსში გაემგზავრებიან by მასმედია
- BTUAI დარგის პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის, ცოდნის მიღების ახალი სტანდარტი by მასმედია
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ექსკლუზიური შეთავაზებები აბიტურიენტებს by მასმედია