ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები 27 ივლისს გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს ბოლო საგამოცდო დღეა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 2015 წლის საგამოცდო პროცესი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე შეაფასა და შედეგების გამოცხადების პროცესზე ისაუბრა.
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, პირველი შედეგები აბიტურიენტებს ორშაბათს 27 ივლისს ეცნობებათ.
“ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებას ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით ვიწყებთ. 27 ივლისს, აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს უკვე ეცოდინებათ პირველადი მონაცემები. ასევე, მივაწვდით სტატისტიკურ მონაცემებს. მოგეხსენებათ, 4 ვარიანტი იიყო. გაირკვევა, რომელი ვარიანტი იყო მართივი და რომელი შედარებით რთული. ამის შემდეგ იწყება აპელაციის პროცესი, თუმცა, უნარების გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგამოცდო ტესტი მოწმდება სკანერის მეშვეობით და თეორიულად ძალიან მცირეა შანსი, რომ აპელაციამ შედეგზე გავლენა იქონიოს. შესაბამისად, 27 ივლისიდან უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა იქნება გამსვლელი ქულა ზოგად უნარებში”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ვარიანტი, სხვებთან შედარებით უფრო რთულია, მინიმალური კომპეტენციის ქვემოთ მიღებულქულიან აბიტურიენტსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.
რაც შეეხება სხვა გამოცდების შედეგების გამოცხადების თარიღებს, როგორც მაია მიმინოშვილმა განმარტა, 10 აგვისტოსთვის ყველა გამოცდის შედეგი გამოცხადებული იქნება.
ეკა არის© წივწივაძე
-
აბიტურიენტთა რამდენი პროცენტი ჩაირიცხა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე – მონაცემები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფონდს 5 მილიონ ლარზე მეტით დაეხმარება – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებელმა თვითონ უნდა იცოდეს, რა დროს გამოიყენოს მობილური – ამის კარნახი რაღაცნაირად უპატივცემულობაცაა“
by ARIS.GE-განათლება