10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
2026 წელი: 17 862 სტუდენტი
2025 წელი: 19 853 სტუდენტი
თუმცა, საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტთა სრული ოდენობა, შარშანდელთან შედარებით, მხოლოდ 1.68%-ით შემცირდა – 2025 წელს 29 987 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 2026 წელს – 29 481 სტუდენტი.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, კერძო უმაღლესებში, საბაკალავრო პროგრამებზე 14.66%-ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა.
კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
2026 წელი: 11 619 სტუდეტი
2025 წელი: 10 134 სტუდენტი
ინფორმაციის წყარო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრია. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის მონაცემი შედარებაში არ მონაწილეობს.
ასევე იხილეთ:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება