GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა თემაზე: “გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა – საზოგადოების პასუხისმგებლობა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის”.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ჯულაყიძემ ღონისძიება გახსნა და მასში მონაწილე სტუდენტებსა და სტუმრებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით უნივერსიტეტის როლზე ესაუბრა.

ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა. პირველ ნაწილში სტუდენტებმა ფაკულტეტის ჰერბარიუმში კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით წარადგინეს გარემოს დაცვის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები, მეორე ნაწილში კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია სივრცეში გამწვანების აქცია მოეწყო.

სტუდენტებმა სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. სპეციალურად მათთვის მცენარეთა მოვლის შესახებ მასტერკლასი გაიმართა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური