როგორ ავიცილოთ თავიდან ყვირილი ბავშვზე საშინაო დავალების შესრულებისას? – ️„შენი შვილი სულელი არ არის!“
მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ნაილი დათუნაშვილი, მოსწავლეთა მშობლებისთვის შინ მეცადინეობის პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ “ყოველთვის ნანობს თუ ვყვირის, როგორც მასწავლებელი და რა თქმა უნდა, როგორც მშობელი…”
პედაგოგი მშობლებს კონკრეტულ რესურსსაც უზიარებს: როგორ ავიცილოთ თავიდან ყვირილი ბავშვზე საშინაო დავალების შესრულებისას?
გაიცანით თქვენი შვილი.
თუ არის საგნები, რომლებიც სირთულეებს იწვევს, წინასწარ შეთანხმდით, რომ ბავშვი პირველ რიგში დაასრულებს ამ საგნებს და საჭიროების შემთხვევაში მოგმართავთ თქვენ დასახმარებლად.
თუ უკვე იცით, რომ თქვენი შვილი ძალიან აქტიური და მოუსვენარია, მაშინ თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ დროის საკმაოდ მოკლე, მაგრამ ინტენსიური ინტერვალებით განაწილებაში დავალების შესასრულებლად.
ერთი გავრცელებული მიზეზია, როცა მშობელსა და შვილს აქვს განსხვავებული ტემპერამენტი, აზროვნების სიჩქარე და ა.შ. ასეთ ვითარებაში მშობელს ნამდვილად უჭირს მოსწავლის სირთულეების გაგება და იწყება ემოციური შეუსაბამო რეაქცია ამაღლებული ხმის სახით. მთლიანად მშობელზეა დამოკიდებული ბავშვი თავის ტირილს საფრთხედ აღიქვამს თუ არა.. ჩვენი ტვინი კი საფრთხის პირობებში სამიდან ერთ რეჟიმზე გადადის: გაშვება, გაყინვა ან შეტევა.
ყველაზე ხშირად ბავშვები “უგონო მდგომარეობაში” არიან ან, როგორც ამბობენ, “ნელა აზროვნებენ”. ხშირად, სწორედ ეს მდგომარეობა უბიძგებს მშობლებს იყვიროს და გაბრაზდეს.
გახსოვდეს!
️შენი შვილი სულელი არ არის.
სტრესის დროს ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციები ირთვება! ეს ჰგავს შეჩერებულ ანიმაციას, ერთგვარ ჰიბერნაციას ფსიქოლოგიურ და გონებრივ დონეზე. ამიტომ, ყვირილი, ჯერ ერთი – უსარგებლოა და მეორეც, საზიანოა თქვენი შვილის ფსიქიკისა და ტვინისთვის.
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს