GE

„განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებს“

საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის აპრილში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის შესახებ მომზადებულ 386 გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები, პროგრესი და არაერთი რეკომენდაცია შესაბამისი უწყებებისადმი.

განათლების სამინისტრომ სახალხო დამცველის 30 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შეასრულა – დეტალები

როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები

სახალხო დამცველი ანგარიშში საქართველოში არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ  განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებს, რის შედეგადაც, არაქართულენოვანი სკოლები/სექტორები კვლავ მთელი რიგი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან.

ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად ომბუდსმენიპრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ფარგლებში, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულეს ასახელებს.

“ეს საკითხი კომპლექსური ხასიათისაა და არაერთი მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორისაა: სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე, უფროსი თაობის მიერ ენის შესწავლის სირთულე და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მეთოდებისა და წამახალისებელი აქტივობების სიმწირე, უფროსი თაობის ადამიანებში ქართული ენის შესწავლის ნაკლები მოტივაცია, სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების არასაკმარისი გეოგრაფიული არეალი და სხვ. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებს პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა დაგვიანებით მიეცათ, რამაც ამ სკოლის/სექტორების მასწავლებლები, ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში ჩააყენა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ცნობილია, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენის მიზნით და მათზე საპასუხოდ, განიხილოს პროფესიული განვითარების სქემა და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, დაგეგმოს აქტივობები, რომლებიც დროულად და ეფექტიანად უზრუნველყოფს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებისთვის სტატუსების ცვლის შესაძლებლობას; ასევე, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, გააფართოოს პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში და დანერგოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფროსი თაობის საჭიროებებზე მორგებული სწავლების კომპონენტები.

ამავე თემაზე:

„მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან“ – რას ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახალხო დამცველი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური