13-18 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტში ERASMUS-ის დღეები აღინიშნება
13-18 ოქტომბერს, მსოფლიოს მასშტაბით „ერაზმუსის“ დღეები – #ErasmusDays2025 აღინიშნება. „ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება ევროკავშირის მიერ ინიცირებულ კვირეულს და „ერაზმუსელი“ სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა აქტივობას შემოგთავაზებთ.
უნივერსიტეტის მიერ 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეული მიზნად სტუდეტების, მასწავლებლებისა და სხვა პროფესიონალებისათვის „ერაზმუსის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გაცნობას და მიღწეული შედეგების გაზიარებას ისახავს.
17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ მთავარი ღონისძიება „EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზში (აუდიტორია 505) გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, „ერაზმუსის“ გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზე, ასევე რჩევებსა და რეკომენდაციებს გაგიზიარებენ.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ინფორმაციას უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობებზე და შეძლებთ, საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტერაქციულ დისკუსიებში ჩაერთოთ.
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. შეხვედრა საინტერესო იქნება როგორც პროგრამის უკვე მონაწილე სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს სამომავლოდ მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და Erasmus+ ოჯახის ნაწილი გახდეს.
„EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ დასასწრებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
პირველად საქართველოში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები პრეისტორიული ქვის იარაღის ექსპერიმენტულ რეპლიკაციას იწყებენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
თბილისის ზოოპარკის ვეტერინარმა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
by ევროპის უნივერსიტეტი