„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსი ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსში 40-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, კომისიამ კი 3 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
დაფინანსებული პროექტებია:
ჭერმისხევის ხეობის არქეოლოგიური სადაზვერვო ექსპედიცია
- პროექტის ავტორი: გიორგი დანელაშვილი;
- პროექტის მიზანი: არქეოლოგიურ-არქიტექტურული ობიექტების/ძეგლების დაზუსტება, გამოვლენა, დეტალური ფიქსაცია, გაანალიზება, თემატური რუკების შედგენა და მათ პუბლიკაცია.
დერმატოლოგიაში არსებული საგანმანათლებლო უთანასწორობები: სხვადასხვა კანის ფერის მქონე პაციენტებში დაავადებების ამოცნობის უნარის შეფასება მედიცინის სტუდენტებში
- პროექტის ავტორი: Abdimalik Adan; Aksa Ghulam; Kaja Vijayanathan; Shiza Mahmood;
- პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დერმატოლოგიურ განათლებას და წვლილი შეიტანოს პაციენტთა მოვლისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაში.
მომავალი ვეტერინარების ბანაკი
- პროექტის ავტორი: ზურაბ კოპაძე; ლუკა ქემერტელიძე; ანა ბაბაიანი;
- პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, დაეხმაროს აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევაში და რეალური წარმოდგენა შეუქმნას მათ ვეტერინარული მედიცინის თანამედროვე სტანდარტებზე.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი