კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Budapest Metropolitan University-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Budapest Metropolitan University-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის აკადემიური და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
უნივერსიტეტის მიერ 26 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერას, ასევე საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ვიცე-რექტორი, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, რომლებმაც პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები განიხილეს.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორივე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი