GE

ალტე უნივერსიტეტი GREDA-ს წევრი კომპანიების საჯარო ფორუმს უმასპინძლებს

30 ივნისს, ალტე უნივერსიტეტი GREDA-ს წევრი კომპანიების საჯარო ფორუმს უმასპინძლებს.

უნივერსიტეტის მიერ 24 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავს აკადემიურ სივრცეში მრავალმხრივი დიალოგის გააქტიურებას და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

ღონისძიება ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართება, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, მაია მელიქიძე გაუძღვება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ და ქვეყნისთვის აქტუალურ და სტრატეგიულ საკითხებზე იმსჯელებენ:

  • ნინო გადელია – კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი;
  • ეთუნა თაბუნიძე – კომპანია „ლუქსონ ფაუერის“ ადმინისტრაციული და საოპერაციო მენეჯერი;
  • ირინა ქომეთიანი – GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი;
  • მატა გორდეზიანი – GREDA-ს პროექტების მენეჯერი;
  • გარიკ თეიმურაზიანი – GREDA-ს კვლევებისა და განვითარების მენეჯერი;
  • ნინო ტაბატაძე – Photomate Caucasus-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად განიხილავენ სექტორის მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებს, კომპანიების ESG და SDG სტრატეგიებს და კერძო სექტორის როლს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ განახლებადი ენერგიის კონკრეტულ პროექტებს, მწვანე ეკონომიკისა და ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს, სამომავლო გეგმებსა და სექტორთაშორის თანამშრომლობას.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში „SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადის“ ლოკალური ეტაპის მასპინძელი ალტე უნივერსიტეტია, ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი კი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია – GREDA გახდა.

ალტე უნივერსიტეტი, მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივებისა მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური