GE

13 მაისს სკოლებში სწავლა განახლდება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

13 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება, ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

გარდა სასწავლო პროცესის განახლებისა, 13 მაისიდანვე მოიხსნება შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე და განახლდება მისი მუშაობაც.

საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს ცხრა საათიდან დილის ხუთ საათამდე.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან.

“ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გაფართოებული ტესტირების პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული. სკოლაში როგორც მასწავლებლების, ასევე, მანდატურების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის შემოწმება, PCR ტექნოლოგიითა და სწრაფი ტესტებით მიმდინარეობს. სწავლის განახლების პარალელურად, ტესტირება სკოლებში კვლავ უწყვეტად განახლდება”, – განმარტებულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ზოგად განათლებაზე პანდემიის გავლენას პარლამენტი შეისწავლის“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური