GE

„ზოგად განათლებაზე პანდემიის გავლენას პარლამენტი შეისწავლის“

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საქართველოში ზოგადი განათლების სისტემაზე პანდემიის გავლენის შესწავლას იწყებს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს. შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანია საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას უწევს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს გლობალურ პანდემიაზე, განათლების სისტემაზე მის გავლენასა და შედეგების დაძლევის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას პანდემიის გავლენის შესახებ ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე. ამ მხრივ საინტერესო იყო გერმანელი კოლეგისგან მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.

„მოსწავლეები სადაც იყვნენ შეჩერებულები პანდემიის დაწყებისას, იქიდან უნდა დაიწყოს გამეორება“ – რა მივიღეთ ერთ წელში?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური