GE

16-წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა შეუძლიათ – ხელფასი და ვაკანსიების სია

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამისთვის სტაჟიორთა შერჩევას იწყებს.

16-წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ:

  1. ჩაერთოთ პროგრამაში;
  2. შეისწავლოთ ახალი საქმე და მიიღოთ გამოცდილება სამუშაო ადგილზე;
  3. სტაჟირების განმავლობაში მიიღოთ ყოველთვიურად სტიპენდია 500 ლარის ოდენობით;
  4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმდეთ ხანგრძლივად.

თბილისში არსებულ ვაკანსიები:

თბილისი

შპს ეს ბი ეს სმარტ ბიზნეს საპორტი

სოციალური მედია მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
მონაცემთა ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტი
შერჩევის უმცროსი სპეციალისტი

ა(ა)იპ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
იურისტი (2 ვაკანსია)

ა(ა)იპ ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია

ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ახალგაზრდული პროგრამების სპეციალისტი
ახალგაზრდული პროგრამების წამყვანი სპეციალისტი
თეოლოგიის არაფორმალური სასწავლო კურსის მთავარი სპეციალისტი
HR – წამყვანი სპეციალისტი
მკვლევარი წამყვანი სპეციალისტი
მკვლევარი მთავარი სპეციალისტი
დებატების სპეციალისტი
ოპერატორი
მონტაჟისტი
პროექტის მართვის სპეციალისტი
რესურსების მოზიდვის სპეციალისტი

შპს ვუდმასტერ ჯორჯია

დაზგის ოპერატორი
დაზგის ოპერატორის დამხმარე
მღებავი
მღებავის დამხმარე
ამწყობი
დამხმარე მუშა
შემფუთველი

შპს სოციალური საწარმო ბუმერანგი

UV ბეჭდვის ოპერატორი
ლოჯისტიკის სპეციალისტი
მარკეტინგის სპეციალისტი
კონტენტ კრეატორი
პრე-სეილერი
კრეატიული მხატვარ-დიზაინერი
დურგალი
ხარისხის კონტროლი
მხატვარი
ხეზე კვეთის სპეციალისტი

შპს იურისტთა უმაღლესი სკოლა

სტაჟირება იურისტთან სამოქალაქო სპეციალიზაციის მიხედვით (3 ვაკანსია)
სტაჟირება იურისტთან ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მიხედვით (3 ვაკანსია)
სტაჟირება იურისტთან სისხლის სპეციალიზაციის მიხედვით (3 ვაკანსია)

პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ეწვიოთ შესაბამისი რეგიონის სერვისცენტრს, გაიაროთ რეგისტრაცია და გაეცნოთ დამატებით დეტალებს.

სერვის-ცენტრების მისამართები:

სათავო ოფისი – თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9

თბილისის სერვისცენტრები:

დავით აღმაშენებლის გამზირი N140ა
დავით სარაჯიშვილის გამზირი N1
მოსკოვის გამზირი N25
ადამ მიცკევიჩის ქ. N23

რეგიონების ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას გაეცანით სააგენტოს გვერდზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური