GE

20 მარტს IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა 2021 ონლაინ ჩატარდება – მიმდინარეობს რეგისტრაცია

20 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო ოლიმპიადა 2021 ონლაინ ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო და საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა.

ოლიმპიადაზე გამოვლენილ საუკეთესო აბიტურიენტებს შავი ზღვის უნივერსიტეტი სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებს ბაკალავრიატზე სწავლას.

იბსუ ყოველწლიურად ატარებს სასკოლო ოლიმპიადებს, რათა აბიტურიენტებს მისცეს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა და მათ შორის საუკეთესოებს სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსოს ბაკალავრიატზე სწავლა. წელს სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში.

ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა.

ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

ტესტურ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად მოსწავლეებს 80 წუთი ექნებათ.

რით დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები?

  • 1-ლი ადგილი: იბსუს 100%-იანი სასწავლო გრანტი;
  • მე-2 ადგილი: იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
  • მე-3 ადგილი: იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
  • მე-4-დან 25-ეს ჩათვლით: იბსუს 50%-იანი სასწავლო გრანტი;
  • 26-დან – 50-ეს ჩათვლით: იბსუს 25%-იანი სასწავლო გრანტი;

დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადაზე რეგისტრაციისა და ტესტირების ჩატარების შესახებ იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური