„Career Hunter Camp 2025“ – უნიკალური შესაძლებლობა აბიტურიენტებს

მომავალ პროფესიულ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა ხშირად გამოწვევებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტი და „აბიტურიენტების კლუბი“ კვლავ ერთიანდებიან, რათა აბიტურიენტებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენაში დაეხმარონ.
„Career Hunter Camp 2025“ – სამდღიანი ინტენსიური ბანაკია, რომელიც 11-13 აპრილს ბაქსვუდის წყნეთის კამპუსში ჩატარდება.
ბანაკის პროგრამა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაა (XI-XII კლასები) განკუთვნილი და მათ არამხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ კარიერული და პიროვნული განვითარების მიმართულებით, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასაც სთავაზობს.
სამდღიანი პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სესიებს, ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებსა და პროფესიონალებთან კომუნიკაციას. ბანაკში მონაწილეობის მიღება მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ საკუთარი შესაძლებლობები და გაარკვიონ, რა სფეროში შეიძლება მიაღწიონ წარმატებას მომავალში.
„Career Hunter Camp 2025“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული მომავალი პროფესიის არჩევანში და სურთ მეტი გაარკვიონ სხვადასხვა სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.
რას მოიცავს “Career Hunter Camp 2025”
- ინტერაქციულ ვორქშოპებსა და ტრენინგებს პროფესიული ორიენტაციის თემებზე;
- შეხვედრებს ალტე უნივერსიტეტის ლექტორებთან, დეკანებთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან;
- კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევებისა და მიგნებების გაზიარება;
- პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშემწყობ აქტივობებს, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, პრეზენტაცია, დისკუსია, გუნდური მუშაობა და ა.შ.
- ახალ მეგობრებსა და დაუვიწყარ მოგონებებს;
- შესაძლებლობას, მოიპოვონ 1000 ლარის ოდენობის სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტში.
ბანაკი არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების ადგილი – ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, აღმოაჩინონ თავიანთი მომვალი პროფესია, განივითარონ ლიდერული და გუნდური მუშაობის კომპეტენციები და პიროვნული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
“Career Hunter Camp 2025” აბიტურიენტებს იშვიათად შესაძლებლობას სთავაზობს – სწორად შეაფასონ საკუთარი კარიერული ინტერესები, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიულ გზას და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეგობრულ, მოტივირებულ და ინსპირაციულ გარემოში. ბანაკი „ალტე უნივერსიტეტის“ ორგანიზებით ტარდება, მონაწილეებს კი „ბაქსვუდის სკოლის“ წყნეთის კამპუსი მასპინძლობს – სივრცე, სადაც სწავლის პროცესს თან პოზიტიური ემოციები, აქტივობები და ნამდვილი ადამიანური კავშირების ჩამოყალიბებაც ახლავს.
წინა ბანაკები ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით სრულდებოდა – იყო ბევრი სიცილი, სითბო, გულწრფელი ცრემლებიც კი. სწორედ ეს გამოცდილება გვასწავლის საიდუმლო რეცეპტებს, რომლებიც წელს კიდევ უფრო დახვეწილი და შთამაგონებელი ბანაკის შექმნაში გვეხმარება” – მურო თაკალანძე, კარიერული განვითარების ბანაკის მენეჯერი.
ვის შეუძლია ბანაკში მონაწილეობა
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XI-XII კლასელ მოტივირებულ აბიტურიენტებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, რომლებიც კარიერული გზის გაცნობიერებულად დაგეგმვისა და პროფესიული არჩევანის განხორციელებით ინტერესდებიან.
ბანაკში რეგისტაციის ეტაპები
- რეგისტრაცია დაწყებულია და 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
მონაწილეობის მსურველები, პირველ რიგში, უნდა გაწევრიანდნენ „აბიტურიენტების კლუბში“ გაწევრიანდი აქ - შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარადგინონ მოკლე სამოტივაციო წერილი ამავე ფორმაში: დარეგისტრირდი აქ
საბოლოოდ, საქართველოს მასშტაბით, 50 საუკეთესო აბიტურიენტი შეირჩევა, რომლებიც შეუერთდებიან კარიერული განვითარების ბანაკს.
მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა
ბანაკში მონაწილეობა ალტე უნივერსიტეტის მიერ სრულად ფინანსდება, რაც ამ ინიციატივას აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით ღირებულსა და ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო გამოცდილებად აქცევს.
რატომ არის “Career Hunter Camp 2025“ აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება
„Career Hunter Camp 2025“ მონაწილეებისთვის მრავალმხრივი და შთამაგონებელი გამოცდილებაა, რომელიც მათ პროფესიული ინტერესების აღმოჩენაში, უნარების გაძლიერებაში და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში ეხმარება. ბანაკი არამხოლოდ პროფესიულ ორიენტაციაზე, არამედ პიროვნული ზრდისა და ახალი სოციალური კავშირების დამყარებაზეა ორიენტირებული, რაც მას აბიტურიენტებისთვის მართლაც გამორჩეულ საგანმანათლებლო სივრცედ აქცევს.
“Career Hunter Camp 2025“-ში მოტივირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აღმოაჩინონ თავიანთი პროფესია და გადადგან მისკენ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
-
ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგები და იმიტირებული გამოცდა ინგლისურ ენაში ალტე უნივერსიტეტისგან by ალტე უნივერსიტეტი 20 მარტი, 2025
-
გამოცხადდა არაფორმალური განათლების კონკურსი მასწავლებლებისთვის ალტე უნივერსიტეტისგან by ალტე უნივერსიტეტი 11 მარტი, 2025
-
თუ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას გეგმავ – ალტე უნივერსიტეტის ვორკშოპები by ალტე უნივერსიტეტი 10 მარტი, 2025