GE

20 საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის ქვეყანა მსოფლიოში – 2016 წლის რეიტინგი

ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანია „პირსონი“ (pearson) 2012 წლიდან აქვეყნებს საკუთარ ინდექსს, რომელიც მსოფლიოში საკუთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს ავლენს. რეიტინგის შედგენა სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ხდება. მაგალითად, როგორიცაა ცოდნის დონე და უმაღლესი განათლების მქონე პირების რაოდენობა.  ბოლო  მონაცემები ასე გამოიყურება:

1. სამხრეთ კორეა

რეიტინგში პირველობისთვის იაპონიასა  და სამხრეთ კორეას შორის  ძლიერი კონკურენციაა. თუმცა სამხრეთ კორეელებმა იაპონელები სამ პოზიციაში დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები ბავშვების დაწყებით განათლებაში სოლიდურ ინვესტიციებს დებენ, აზროვნების დონესა და რეიტინგის სხვა პოზიციებში იაპონიას სამხრეთ კორეამ გაუსწრო. იცოდით, რომ სამხრეთ კორეაში ბავშვებში სკოლაში ხშირად კვირაში 7-ვე დღეს, დასვენების გარეშე დადიან? 2015 წელს  განათლების სახელმწიფო ბიუჯეტმა 11 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა.

2. იაპონია

იაპონიაში განათლების სისტემა მაღალ ტექნოლოგიებს ეყრდნობა, რაც უზრუნველყოფს ლიდერობას ცოდნის დონესა და პრობლემების აღქმაში. მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში დაახლოებით 6 ტრილიონ დოლარს შეადგენს – ეს კი არაჩვეულებრივი მატერიალური ბაზაა მომავალი განვითარებისთვის.

3. სინგაპური

სინგაპური დაწყებითი განათლების სისტემის დონის მიხედვით ლიდერია. გარდა ამისა, ის სხვა მაჩვენებლებით ძლიერ პოზიციას იკავებს, რის გამოც რეიტინგში მესამე ადგილზეა.

4. ჰონგკონგი

სკოლებში ძირითადად ბრიტანული განათლების სისტემაა. დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება მაღალი დონისაა. სწავლება ინგლისურ და ჩინური ენის კანტონურ დიალექტზე მიმდინარეობს.

5. ფინეთი

2012 წლის რეიტინგის ლიდერმა პოზიცია აზიურ კონკურენტებს დაუთმო. ბევრი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ ფინეთის განათლების სისტემა  მსოფლიოში საუკეთესოა.  ქვეყნის განათლების სისტემის მთავარ ნაკლად სწავლის 7 წლის ასაკში დაწყება სახელდება. ქვეყანაში განათლება უფასოა, ხოლო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად განათლებაზე 11 მილიარდ 100 მილიონი ევრო იხარჯება

6. დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში განათლების საკითხები არა გაერთიანებული სამეფოს დონეზე, არამედ ინგლისის, შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის მთავრობების დონეზე წყდება. პირსონის ინდექსის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში მე-2, მსოფლიოში კი მე-6 ადგილი მოიპოვა. ამასთან, შოტლანდიურმა განათლების სისტემამ  უფრო მაღალი შეფასება მოიპოვა, ვიდრე მთელი ქვეყნის სისტემამ.

7. კანადა

კანადაში საგნები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ისწავლება. განათლების მაჩვენებელი მაღალია. ხოლო კოლეჯის კურსდამთავრებულების რიცხვი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. კანადელები კოლეჯში 16 ან 18 წლის ასაკში იწყებენ სწავლას.

8. ნიდერლანდები

ინვესტიციის შემცირების და საშუალო განათლებაში სუსტი დაგეგმვისა და მართვის გამო ნიდერლანდებმა რეიტინგში მე-8 ადგილზე  გადაინაცვლა.

9. ირლანდია

ქვეყანაში განათლება უფასოა დაწყებითი კლასებიდან კოლეჯამდე ან უნივესიტეტამდე. ირლანდიის ხელისუფლება განათლებისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 8 მილიონ 759 ათას ევროს გამოყოფს.

10. პოლონეთი

ქვეყანაში განათლების სისტემას პოლონეთის განათლების სამინისტრო ხელმძღვანელობს. პირსონის ინდექსის თანახმად, პოლონეთი ევროპაში მე-4, მსოფლიოში კი მე-10 ადგილს იკავებს. ამას კი დაწყებითი და საშუალო განათლების კარგი ორგანიზებით ახერხებს

11. დანია

დანიის განათლების სისტემა აერთიანებს სკოლამდელ, დაწყებით, საშუალო და უმაღლეს განათლებას, აგრეთვე განათლებას უფროსებისთვის. საშუალო განათლებაში დამატებით გამოიყოფა გიმნაზია, საერთო მომზადების პროგრამა, კომერციული და ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა და პროფესიულ-ტექნიკური პროგრამა. ანალოგიურად, სხვადასხვა პროგრამებს მოიცავს უმაღლესი განათლებაც, განათლება სავალდებულოა 16 წლამდე ბავშვებისთის.

12. გერმანია

გერმანია ისწრაფვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა ჩამოაყალიბოს. განათლებას მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო და არანაირი კავშირი არა აქვს ადგილობრივ მმართველობასთან. საბავშვო ბაღი არ არის სავალდებულო, თუმცა საშუალო განათლება სავალდებულოა. საშუალო განათლების სისტემაში 5 ტიპის სკოლა მოქმედებს, რაც შეეხება გერმანულ უნივერისტეტებს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

13. რუსეთი

ქვეყანას შეუძლია რეიტინგში დაწინაურდეს, თუ ყურადღებას მიაქცევს სკოლამდელ და დაწყებით განათლებას. რუსეთში განათლების დონე პრაქტიკულად 100%-ს შეადგენს.

14. ამერიკის შეერთებული შტატები

ბევრი აშშ-ს განათლების მაღალი დონის ქვეყნად მიიჩნევს, თუმცა ეს ასე არ არის.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ძლიერი ეკონომიკის მქონეა მსოფლიოში,  აშშ-ის განათლების სისტემა ტოპ ათეულში არ შედის.

15. ავსტრალია

ავსტრალიაში სწალება ძირითათად ინგლისურ ენაზე ხდება. საშუალო განათლებას მოსახლეობის 75%, ხოლო უმაღლესს 34% იღებს.

16. ახალი ზელანდია

დაწყებით სკოლაში ტესტების ცუდი შედეგები ახალი ზელანდიისთვის რეიტინგში დაწინაურების მთავარი წინაღობა გახდა. საგნები ინგლისურ და მაორულ ენებზე ისწავლება

17. ისრაელი

განათლების სისტემის ბიუჯეტი დაახლოებით 28 მილიონ შეკელს შეადგენს. სწავლება ივრითსა და არაბულ ენებზე ხდება. ცოდნის დონე მამაკაცებსა და ქალებს შორის 100%-ს აღწევს. დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება დამყარებულია კომპლექსურ სისტემაზე.

18. ბელგია

ბელგიაში განათლების სისტემა არაორდინალურია და ფლამანდიური, გერმანულენოვანი და ფრანგულენოვანი მიწების დონეზე ფინანსდება. ფედერალური ხელისუფლება კი ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსებაში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. თუმცა სწავლების ეტაპები თითქმის იდენტურია. ესენია: საბაზისო, სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი, განათლება უნივერსიტეტებში და პროფესიულ-ტექნიკური განათლება.

19. ჩეხეთი

ჩეხეთში განათლება უფასოა და 15 წლამდე სავალდებულოა. სწავლება ძირითადად 5 ეტაპისგან შედგება. კერძოდ, სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო განათლება, კოლეჯი და უნივესიტეტები.

20. შვეიცარია

განათლების საკითხები კანტონების დონეზე წყდება. დაწყებითი განათლება უფასოა.  12 უმაღლესი სასწავლებლიდან 10 კანტონების მმართველობაშია 2 კი ფედერალური იურისდიქციის ქვეშაა. შვეიცარია ახალი ზელანდიის შემდეგ უცხოელი სტუდენტების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს. ამასთან, ქვეყანაში დიდია ნობელის პრემიის ლაურეატების რიცხვი. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში კი შვეიცარია პირველ ადგილს იკავებს.

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული განათლების სისტემის 7 პრინციპი

განათლების სფეროში არსებული 5 პოლიტიკა, რომელიც რეალურად არაეფექტურია

მოამზადა ლიკა გახარიამ

წყარო: https://kliwo.com/2017/03/07/20-best-education-systems-world/

http://thelearningcurve.pearson.com/index/index-ranking

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური