2016 წლის სამაგისტრო გამოცდის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულების და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე საგნისათვის საგამოცდო დრო გაიზარდა. ეს ის გამოცდებია, რომელთა ტესტურ დავალებებზე მუშაობამაც, ახალი ფორმატის გათვალისწინებით, შესაძლოა, ოდნავ მეტი დრო მოითხოვოს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის წაკითხულის გააზრებას და რაოდენობრივ მსჯელობას დაემატა 5-5 წუთი, ხოლო ანალიტიკური წერისა და ლოგიკის დრო დარჩა უცვლელი.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდას დაემატა 5 წუთი.
შენიშვნა: ტესტის მოცემულ ნაწილში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ითვლება
გადალახულად, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს ამ ნაწილის შესაბამის
ზღვრულ ქულაზე მეტს .
კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ მაგისტრანტობის
კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან კომპეტენციის
მინიმალური ზღვარი გადალახოს სამ ნაწილში მაინც.
სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 16 მარტს დაიწყება – პროცედურა და სიახლეები
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
