GE

მოსწავლის ქცევის მართვა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მიდგომებით – რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს

ფოტო –
{"data":{"activityName":"","infoStickerId":"","playId":"","imageEffectId":"3052780,3050268","product":"retouch","filterId":"7130120535215706625","appversion":"5.8.0","stickerId":"7257073120530517254","os":"ios","pictureId":"FD3F4E44-46C1-4627-9C5D-DDF33BC00583","enter_from":"enter_launch"},"source_type":"hypic","tiktok_developers_3p_anchor_params":"{"capability_extra_v2":{"imageeffect":[{"resource_id":"7130131082468397570","origin":"loki","effect_id":"3052780"},{"effect_id":"3050268","resource_id":"7130120460745839105","origin":"loki"}],"filter":[{"effect_id":"3050280","resource_id":"7130120535215706625","origin":"loki"}],"erase":[{"panel":"eliminatePen"}]},"filter_id":["3050280"],"template_id":"7257073120530517254","client_key":"awgvo7gzpeas2ho6","capability_key":["erase","imageeffect","filter","portrait"]}"}

ავტორი: თამარ მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

თანამედროვე განათლების სივრცეში მოსწავლის ქცევის მართვა მხოლოდ დისციპლინის დაცვას აღარ ნიშნავს. დღეს უფრო ეფექტურად მიიჩნევა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პოზიტიურ ურთიერთობებს ეფუძნება. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ პრობლემური ქცევის შემცირებას, არამედ მოსწავლის პასუხისმგებლობის, თვითკონტროლისა და სოციალური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.

რა არის მხარდაჭერაზე დაფუძნებული ქცევის მართვა?

მხარდაჭერაზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს მოსწავლის ქცევის გააზრებას მისი მიზეზების მიხედვით და არა მხოლოდ შედეგებზე რეაგირებას. ქცევა ხშირად არის ბავშვის კომუნიკაციის ფორმა ის შეიძლება გამოხატავდეს სტრესს, შფოთვას, გადაღლილობას, ყურადღების საჭიროებას ან აკადემიურ სირთულეებს. ამ მიდგომის მთავარი პრინციპებია: პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა; პოზიტიურის გაძლიერება; ემოციური უსაფრთხოების შექმნა; პრევენცია.

რატომ არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომა?

მკაცრ დასჯაზე დაფუძნებული მეთოდები ხშირად მხოლოდ დროებით ამცირებს არასასურველ ქცევას, ხოლო მხარდაჭერაზე დაფუძნებული გარემო:

  • ზრდის მოტივაციას;
  • აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს;
  • ამცირებს კონფლიქტებს;
  • აძლიერებს მოსწავლის თვითშეფასებას.

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

1. შექმენით უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემო- მოსწავლეები უკეთ მართავენ ქცევას, როცა იციან წესები და მოლოდინები. ჩამოაყალიბეთ მკაფიო, მარტივი და პოზიტიურად ფორმულირებული წესები.

2. დააკვირდით ქცევის მიზეზს- ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა მოხდა ქცევამდე? რას ცდილობს მოსწავლე ამ ქცევით? რის მიღწევას ცდილობს ამ ქცევით?როგორ შემიძლია დავეხმარო?

3. გამოიყენეთ პოზიტიური უკუკავშირი- შეაქეთ კონკრეტული ქცევა: „მომეწონა, როგორ მშვიდად დაელოდე შენს რიგს“.

ეს ზრდის სასურველი ქცევის განმეორების ალბათობას.

4. ემოციური რეგულაციის სწავლება – ასწავლეთ ბავშვებს:

  • ემოციების ამოცნობა;
  • სუნთქვითი ვარჯიშები;
  • კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის სტრატეგიები.

პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის:

1. იყავით თანმიმდევრული- სახლში არსებული წესები უნდა იყოს სტაბილური და გასაგები. წინააღმდეგობრივი მოთხოვნები ბავშვს აბნევს.

2. ბავშვებს მოუსმინეთ განსჯის გარეშე- ხშირად ბავშვს უბრალოდ სჭირდება, რომ ვინმემ მოუსმინოს. კითხვები დასვით მშვიდად და ინტერესით.

3. ყურადღება მიაქციეთ დადებით ქცევას- არ დაელოდოთ მხოლოდ შეცდომებს. აღნიშნეთ პატარა წარმატებებიც.

4. ემოციების გამოხატვა-დაეხმარეთ ბავშვს თქვას მისი ყველანაირი ემოცია: „ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ, შეგიძლია ვისაუბროთ?“ ეს ეხმარება ემოციური თვითკონტროლის განვითარებაში.

5. ითანამშრომლეთ სკოლასთან- მშობლისა და მასწავლებლის ერთიანი მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსს.

რას უნდა მოვერიდოთ?

  • მუდმივ კრიტიკას;
  • საჯარო დასჯას;
  • ბავშვის შედარებას სხვებთან;
  • ქცევის აღქმას როგორც „ცუდი ხასიათის“ ნიშანს.

ამგვარად, ქცევა სწავლადი პროცესია. მოსწავლის ქცევის მართვა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მხარდაჭერას, გაგებასა და თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ მაშინ,როდესაც უფროსები, ბავშვის პოზიტიურ ქცევას აღნიშნავენ იქმნება გარემო, სადაც მოსწავლე სწავლობს პასუხისმგებლობას, თვითრეგულაციას და ურთიერთპატივისცემას. მხარდაჭერაზე დაფუძნებული მიდგომა საბოლოოდ არა მხოლოდ ქცევას, არამედ ბავშვის განვითარებას ცვლის.

ასევე იხილეთ:

„როცა სკოლა მასწავლებელს კლასის დამრიგებლობას სთხოვს, სინამდვილეში 5 ადამიანის საქმეს ავალებს!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური