GE

2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სიაში ცვლილებაა – როდის გაიცემა მედლები?

“2017-2018 სასწავლო წელს სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის N765 ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

განათლების მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, ოქროს მედალოსანთა სიას 2 მოსწავლე შეემატა თბილისიდან, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს თბილისიდან, შიდა ქართლიდან და კახეთიდან 3 მოსწავლე დაემატათ. ამ დროისთვის, 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ჯამური რაოდენობები ასე გამოიყურება: ოქროს მედალოსანი – 2640 მოსწავლე, ვერცხლის მედალოსანი – 1062 მოსწავლე.

მედალოსანთა სიაში შესაძლებელია კვლავ განხორციელდეს ცვლილება და პერიოდულად კიდევ დაემატოს მედალოსანთა კონკრეტული რაოდენობა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ზუსტი დრო ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური