GE

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2017 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი დაამტკიცა. EDU.ARIS.GE გთავაზობთ განრიგს გამოცდების თანმიმდევრობისა და სესიების მიხედვით:

3–4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა

6–7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები

უცხოური ენები:

  • ინგლისური 10–11 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
  • რუსული ენა 10 ივლისი (პირველი სესია) 11 ივლისი (მეორე სესია)
  • ფრანგული ენა – 10 ივლისი (მეორე სესია)
  • გერმანული ენა – 11 ივლისი (პირველი სესია)

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია

13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა

14 ივლისი (მეორე სესია) – ლიტერატურა

17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია

18 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია

19 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია

25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება

26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა

26 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

აბიტურიენტები გამოცდებს წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით ჩააბარებენ. როგორც ცნობილია, აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას თავად შეძლებენ მას შემდეგ, რაც პირად საგამოცდო გვერდზე შესაბამისი ნიშანი გაჩნდება. წელს საგამოცდო ცენტრებს ახალი, 103–ე სკოლა დაემატება, რომელიც ისანი–სამგორის რაიონში მდებარეობს. ამის საჭიროება ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო სექტორების შემცირების გამო დადგა.

2017 წლის საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდის ჩატარების განრიგი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური