GE

ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელს ახალი მოადგილე ჰყავს.

პროფესიით იურისტი ეკატერინე მაჩიტიძე NAEC-ში განათლების სამინისტროდან გადავიდა.

გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე დაიბადა 1981 წლის 13 ნოემბერს.

განათლება

-2022-დან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი;

-1999 – 2004 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება

03.02.2026 – დღემდე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;

27.01.2026 – 03.02.2026 – სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

01.10.2025 – 27.01.2026 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე;

30.12.2024 – 01.10.2025 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

01.10.2019 – დღემდე – სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი;

06.03.2023 – 10.08.2025 – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი;

19.03.2021 – 30.12.2024 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

17.09.2018 – 18.03.2021 – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

08.11.2012 – 16.09.2018 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

10.03.2011 – 08.11.2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;

04.11.2010 – 10.03.2011 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

04.01.2010 – 04.11.2010 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

04.09.2009 – 01.01.2010 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

06.06.2008 – 04.09.2009 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;

24.04.2008 – 06.06.2008 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

02.08.2006 – 27.04.2008 – სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – სპეციალისტი;

01.09.2004 – 15.02.2005 – სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – სხდომის მდივანი.

ასევე იხილეთ:

NAEC-ის ახალი ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილია – საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური