გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა
26 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია – „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“ ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა გახსნა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, პროფესორმა გიული გიგუაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ოსაძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორ ათეულზე მეტი მოხსენება. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი