როცა სკოლა მოსწავლის გაცდენების ექსტერნს განსაზღვრავს – როგორ ვნახოთ გაცდენების დეტალური რეპორტი (ვიდეოინსტრუქცია)
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) აქვეყნებს ინფორმაციას და შეასაბამის ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ შეგვიძლია, ვნახოთ მოსწავლის გაცდენების დეტალური რეპორტი ელექტრონულ ჟურნალში.
EMIS-ის ცნობით, ამისთვის საჭიროა, რომ ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შევიდეთ მოდულში „მონაცემები“ და ავირჩიოთ გრაფა „გაცდენების დეტალური რეპორტი“.
„შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელშიც უნდა შევიტანოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, ეს გახლავთ კლასი, სასწავლო წელი და სემესტრი, მოსწავლე, საგანი და მასწავლებელი, შემდეგ ვაწვებით ღილაკს „შესრულება’“. ამის შემდგომ ეკრანზე გამოდის ინფორმაცია, რომლის დათვალიერებასთან ერთად, ასევე შეგვიძლია მისი ექსპორტი, მარჯვენა ზედა კუთხეში, ისრის ღილაკის საშუალებით“, – ნათქვამია EMIS-ის მიერ 25 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
მოსწავლის სემესტრული შეფასებები და დაარქივებული მონაცემები – მონაცემების ნახვის ინსტრუქცია (ვიდეო)
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ვის შეუძლია მოსწავლის გაცდენილი შემაჯამებელი დავალების აღდგენა და შეფასება ელექტრონულ ჟურნალში – ვადები
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ცნობილია ყველაზე პოპულარული პროგრამები პროფესიული განათლების მიღების მსურველებში – რეგისტრაციის დეტალები
by პროფესიული განათლების ამბები