„ევროპის უნივერსიტეტი“ კვლავ „QS წამყვანი უნივერსიტეტების“ სარეიტინგო სიაშია
მორიგი საერთაშორისო აღიარება – „ევროპის უნივერსიტეტი“ QS World University Rankings: Europe 2026 და QS World University Rankings: Western Asia 2026 სარეიტინგო სიებშია, როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნივერსიტეტმა გუშინ, 25 თებერვალს გაავრცელა.
QS ლონდონში მოქმედი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების შემფასებელი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს უნივერსიტეტების შეფასებას მსოფლიო მასშტაბით გლობალურ, რეგიონულ და დარგობრივ დონეზე.
შეფასება აკადემიურ რეპუტაციას, კვლევით საქმიანობას, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლებსა და საერთაშორისო ჩართულობას ეფუძნება.
QS-ის პლატფორმაზე პოზიციების გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას საერთაშორისო სტანდარტებისადმი, რაც უმნიშვნელოვანესია სტუდენტების აკადემიური წარმატებისა და ინსტიტუციის გლობალური ავტორიტეტის განმტკიცებისთვის.
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი