გორის უნივერსიტეტის რექტორმა პროექტი – „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული წყაროები საქართველოს შესახებ“ სტუდენტებთან განიხილა
25 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეხვედრა გამართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც განიხილა უნივერსიტეტის ჩართულობით განხორციელებული პროექტი „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული წყაროები საქართველოს შესახებ“.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ის წარმოადგენს პროექტის „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“ ლოგიკურ გაგრძელებას, რომელიც ითვალისწინებს ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში დაცული შვიდტომეულის წყაროების აღწერას, თარგმნასა და გამოცემას წყაროების კორპუსის სახით.
პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა სტუდენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ისინი პროექტით გათვალისწინებულ სამეცნიერო და სასწავლო აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან.
შეხვედრას რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ქეთევან ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი