„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, 2026 წლის აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციისას, სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და პროგრამებთან ერთად, სამი პროფესიული მიმართულებაც აირჩიონ.
ამის შესახებ გივი მიქანაძემ 12 თებერვალს განაცხადა და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რომელიმე უნივერსიტეტში ვერ მოხვდება, მას სწავლის გაგრძელება, პროფესიული მიმართულებით, ასევე სრულიად უფასოდ შეეძლება.
„წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი 21 300-ით განისაზღვრება, ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები, დაახლოებით, 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე უფასოდ მიიღებენ.
გამოცხადდება 10 000 ადგილი პროფესიულის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება აიტი მიმართულებაა… ჩვენ ვთავაზობთ ახალგაზრდებს, რომ ანკეტები, რომლებიც ძალიან მალე დამტკიცდება და მათ გადაეცემათ სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ასარჩევად, 2026-2027 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, იქ გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტები იქნება, მათ შეთავაზებული ექნებათ, რომ სამი პროფესიული მიმართულებაც აირჩიონ. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან, ავტომატურად ვთავაზობთ, რომ მათი არჩეული პროფილის მიხედვით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით სასწავლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ასევე იხილეთ:
სახელმწიფო უნივერსიტეტები წელს 21 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ – კონტინგენტი 2 000-ით იზრდება
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება