კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
სახალხო დამცველი შეისწავლის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში ჩაირიცხება ბავშვი, თუ 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
ომბუდსმენის აპარატის მიერ დღეს, 27 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანი შეხვდა მშობელთა ნაწილს, რომელთა შვილებსაც 6 წელი მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ – ეს კი ნიშნავს, ისინი, 2026-2027 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით საფეხურზე შესვლას ვეღარ შეძლებენ.
„სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილავს კანონში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების პროცესში რამდენად იყო დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ცვლილებებს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს დაუჭირა მხარი. ამავე თვეში, საკანონმდებლო ორგანომ მოქალაქე მარიამ ბოხუასგან, „2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ მშობლების პეტიცია მიიღო. 20 თებერვალს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, პეტიციას, რომ 6 წელს მიღწეული ბავშვები სკოლაში მიეღოთ, მხარი არ დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებამდე, პირველ კლასში სწავლის დაწყება შეეძლოთ მათაც, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ.
ასევე იხილეთ:
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე