2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2017 წელს სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა. ამის შესახებ განცხადება დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
შარშანდელი, 2016 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებით, სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა.
მაია მიმინოშვილის თქმით, წლევანდელი შედეგებით კმაყოფილა, რადგან სტატისტიკის მიხედვით, შედეგები წინა წლებთან შედარებით, მცირედით გაუმჯებესებულია.
მან განაცხადა ისიც, რომ წლევანდელ გამოცდებში რამდენიმე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნა. პირველ რიგში, ქართული ენის პროგრამაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა. აქ აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ და აფხაზურენოვანი ახალგაზრდები იგულისხმებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის თქმით, თუ კი 2013 წელს ამ პროგრამებზე 887 მსურველი იყო, წელს ასეთი 1 004-ია.
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩაბარებით სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს, მათი რაოდენობა 4 051 შეადგენს. მიმინოშვილის თქმით, აქაც პოზიტიური ტენტენცია შეინიშნება, რადგან 2013 წელს “უფასო ფაკულტეტებზე სულ 2 450 ადამანმა ჩააბარა, ახლა კი ეს რიცხვი გაორმაგებულია”.
საგრანტო კონკურსში კი მისი თქმით, იგივე სურათია რაც შარშან იყო. წელს 6 000-ზე მეტია ისეთ აპლიკანტების რაოდენობა, ვინც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტი მოპოვა 1 009-მა აპლიკანტმა, 70%-იანი 1 457-მა აბიტურიენტმა, ხოლო 50%-იანი გრანტის მფლობელი 4 081 აპლიკანტი გახდა. 2016 წლის ეროვნული გამოცდებით გრანტირებულ აპლიკანტთა რაოდენობა კი ასე გამოიყურება: 100%-იანი გრანტი – 1 012 აპლიკანტი, 70%-იანი – 1 456 აპლიკანტი, 50%-იანი 4 079 აპლიკანტი.
363 აბიტურიენტი კი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩა, მიუხედავად იმიას რომ მათ ბარიერი გადალახეს.
“პირველ რიგში, ეს, ალბათ, იმის გამო მოხდა, რომ მათ არ გამოიყენეს შესაძლებლობა და არ მიუთითეს ბევრი უმაღლესი სასწავლბელი. ასევე შესაძლებელია, მათ აღარ ჰქონდათ საშუალება კიდევ დაემატებინათ ფაკულტეტები, იმის გამო, რომ მეოთხე გამოცდა ამის საშუალებას არ აძლევდა. საერთო ჯამში, წლევანდელი გამოცდებით კმაყოფილი ვარ, ტენდენცია პოზიტიურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ცუდი სულაც არ არის. შარშანდელთან შედარებით, რადიკალური ცვლილება არ გვაქსვ. ამ ადამიანებს სტუდენტურ ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ ისევე როგორც წინა წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საიტს (“ნაეკს”), სადაც აბიტურიენტები შედეგებს ნახულობენ, ხარვეზები წელსაც ჰქონდეს, რადგან მიმინოშვილის თქმით, 10 000-ბით აბიტურიენტი და მათი ოჯახის წევრები საიტზე ერთდროულად შედიან და შეტყობინებებს აგზავნიან, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები
ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის სტატისტიკური ანალიზი ცნობილია – გამოცდები 2017
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება