GE

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მონაწილეთა საბოლოო რეიტინგული სია

ცნობილია 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეთა რეიტინგული სია.

ცენტრის ინფორმაციით, გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე გასული მოსწავლის ქულას.

ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გადანაწილდებიან ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებმაც მესამე ტურში დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიაში მოხვდანენ შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე:

მონაწილეთა რეიტინგული სია და საბოლოო შედეგები 

თუ რეიტინგული სიის პირველ ათეულში მონაწილეებს თანაბარი ქულები ექნებათ, გათვალისწინებული იქნება მეორე ტურში მიღებული შეფასება.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგაც მოსწავლეების ქულები დაემთხვა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება პირველ ტურში მიღებულ შედეგს.

ის, თუ რომელი სკოლების მოსწავლეები არიან ოლიმპიადის გამარჯვებულები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური