GE

2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის პირველადი შედეგები ცნობილია – აპელაცია

2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის პირველადი შედეგები ცნობილია. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.

შ ე დ ე გ ე ბ ი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2019 წლის 4 და 5 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე (რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში).

ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.

აპელაციის განაცხადის ფორმა

შეგახსნებთ, რომ აპელაციის პროცესის შემდეგ მეორე ტურში გამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.

ასევე იხილეთ:

2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტები და სწორი პასუხები

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელი ქულები და თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური