2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება. აბიტურიენტები ამჟამად ფიზიკის გამოცდას აბარებენ. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ფიზიკის გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 96%-ზე მეტი გამოცხადდა.
რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია და პირველად შედეგებს აბიტურიენტები, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ ნახევარში ნახავენ.
„ნაშრომების გასწორების პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ რიცხვებში დასრულდება, პირველ დეკადაში და ამის შემდგომ სააპელაციო პროცესი დაიწყება, ანუ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ ნახონ თავიანთი ნაშრომი, შეფასება, შეფასების სქემები, ერთმანეთს შეადარონ ნაშრომი და შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მათი ნაშრომი არ არის ჯეროვნად გასწორებული, შეუძლათ სააპელაციო განაცხადი შემოიტანონ“, – განაცხადა ივა მინდაძემ.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო, გამოცდებისთვის რეგისტრაცია კი 38 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა.
ამავე თემაზე:
2018 წლის ზოგადი უნარების ტესტების სკანირება დაიწყო – როდის გამოქვეყნდება შედეგები
„უცხო ენაში 2018 წლის აბიტურიენტთა ცოდნის დონე საშუალო ან საშუალოზე დაბალია”
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება