GE

2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტურის ჩატარების განრიგი და საგნის მაქსიმალური ქულები

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი და საგნის მაქსიმალური ქულები ცნობილია.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 5 ოქტომბერს დაიწყება. პირველი ტურის ჩატარებას უზრუნველყოფენ სკოლები. მომდევნო ტურებს კი ცენტრალიზებულად ჩაატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთდროულად 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

იხილეთ განრიგი საგნების მიხედვით:

5 ოქტომბერს:
ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული როგორც მეორე ენა;
ფრანგული ენა.

6 ოქტომბერს:
ისტორია;
ქიმია.

12 ოქტომბერს:
ინგლისური ენა;
გერმანული ენა.

13 ოქტომბერს:
მათემატიკა;
რუსული ენა.

19 ოქტომბერს:
გეოგრაფია;
ფიზიკა.

20 ოქტომბერს – ბიოლოგია

საგნების მაქსიმალური ქულები კი ასე გამოიყურება:

გაითვალისწინეთ:

  • ტესტირება ჩატარდება კომპიუტერულად;
  • თითოეულ დავალებაზე გამოყოფილია დაახლოებით 3 წუთი. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ნაკლები დრო დასჭირდება პასუხის გასაცემად, პასუხის მონიშვნის შემდეგ მან უნდა დააჭიროს „დადასტურების“ ღილაკს, რათა გადავიდეს შემდეგ დავალებაზე;
  • ყველა შეკითხვას თან ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთა გასწვრივ წრეებია გამოსახული. მონიშვნისთანავე წრეში გამუქდება წერტილი, დასტურის ღილაკის გამოყენების შემდეგ კი ეკრანზე შემდეგი შეკითხვა გამოჩნდება;
  • ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე ეკრანზე დაინახავს შეფასებას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და, ამასთან ერთად, მოხვდა რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური