GE

2019 წლის ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური, მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელ ქულებს და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

იხილეთ თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილს დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით წელს გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

ამავე თემაზე:

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური