GE

2019 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი ქულების ოდენობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2019 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა განისაზღვრა.

2019 წელს, მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, აპლიკანტებმა ტესტირებაში საგნების მიხედვით კონკრეტული რაოდენობის ქულები, ან მათზე მეტი უნდა დააგროვონ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება დადასტურებულად პირის კომპეტენცია.

ჯამურად, აპლიკანტმა ქულათა 60% და მეტი უნდა დააგროვოს, რომ 10 კრედიტი მიიღოს და გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს. საგნებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კლასების მიხედვით კი სხვადასხვა რაოდენობის ქულებია განსაზღვრული.

მინიმალური ზღვარი საგნებისა და კლასების მიხედვით

ქართული ენისა და ლიტერატურის (მე–7 – მე–12 კლასები);  გეოგრაფიის  (მე–7 – მე–12) კლასები; ისტორიის (მე–7 – მე–12 კლასები); ბიოლოგიის  (მე–7 – მე–12 კლასები); ქიმიის (მე–7 – მე–12 კლასები); ფიზიკის  (მე–7 – მე–12) კლასები; მათემატიკის  (მე–7 – მე–12 კლასები); უცხოური ენების (1–ლი – მე–12 კლასები); სამოქალაქო განათლების (მე–7 – მე–12 კლასები); ქართულის, როგორც მეორე ენის (1–ლი – მე–12 კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (1–ლი – მე–9 კლასები); მუსიკის (1–ლი – მე–9 კლასები); სპორტის (1–ლი – მე–12 კლასები); ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6) კლასები; ქართული ენა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); მათემატიკის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბინებისმეტყველების (1–ლი – მე–4 კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი. კერძოდ:

ქართული ენია და ლიტერატურა მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

მათემატიკა მე–7 – მე–12 კლასები – 32 ქულა და მეტი.

გეოგრაფია მე–7 – მე–12 კლასები – 36 ქულა და მეტი.

ბიოლოგია მე–7 – მე–12 კლასები – 38 ქულა და მეტი.

ქიმია მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ფიზიკა – მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ისტორია – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.

სამოქალაქო განათლება – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.

უცხოური ენები 1–ლი – მე–12 კლასები – 55 ქულა და მეტი.

ქართული როგორც მეორე ენა – 1–ლი – მე–12 კლასები – 58 ქულა და მეტი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება –  1–ლი – მე–9 კლასები – 37 ქულა და მეტი.

მუსიკა – 1–ლი – მე–9 კლასები – 43 ქულა და მეტი.

სპორტი 1–ლი – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება – 1–ლი – მე–4 კლასები – 49 ქულა და მეტი.

ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

ბუნებისმეტყველება – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

მათემატიკა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 43 ქულა და მეტი.

ტესტური ნაწილები და შემადგენლობა საგნების მიხედვით:

1.ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები); მათემატიკის (I-VI კლასები); უცხოური ენებისა (I-VI კლასები) და ქართულის როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) ტესტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. რომლებშიც აპლიკანტმა, იმისთვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%–ზე მეტი) ერთან უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

1. ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთათვის (I – IV კლასები) ტესტი შედგება 2 ნაწილისგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში, მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი – ანუ 8 ქულა ან მეტი.

2. ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), მათემატიკის  (დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები), ტესტები შედგება 2 ნაწილისაგან. აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში – აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 18) 40%–ზე მეტი –ანუ 8 ქულა ან მეტი.

3. უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად. აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი, კერძოდ: ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 და მეტი. მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 და მეტი. ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

4. ქართული როგორც მეორე ენა (I-XII კლასები) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%–ზე მეტი. კერძოდ: მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11 – გამსვლელი 5 ქულა და მეტი. კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 28, ხოლო გამსვლელი 12 ქულა და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი. პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 25 – გამსვლელი 11 ქულა და მეტი. ხოლო ლაპარაკის ნაწილში გამსვლელი ქულაა 11 – აქედან გამსვლელია 5 ქულა და მეტი.

5. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისგან – პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% – ანუ 14 ქულა და მეტი.

2019 წლის ზაფხულის მასწავლებელთა გამოცდის მინიმალური ქულები და პროცენტული განაწილება საგნების მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი