რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება
საქართველოს განათების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ორი ბრძანებით, რომლებიც 19 ნოემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევა 2025 წლის პირველი იანვრიდან, ცვლილებები შევიდა „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ და „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებებში.
კერძოდ, როგორც ალექსანდრე წულაძის ხელმოწერილ დოკუმენტებშია განმარტებული, საუბარია ცვლილებაზე გამოცდის ენასთან დაკავშირებით:
სპეციალური მასწავლებლის გამოცდა
ტეტსტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
„ტესტირება უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე, ტარდება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე“.
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები
ტეტსტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
„იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე, ტესტირება განსაზღვრულ საგნებში ტარდება აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე, საგნის შესაბამისად“;
კერძოდ: აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)“.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: ბრძანება #1 ბრძანება #2
ასევე იხილეთ:
საქართველოში მასწავლებლობის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეც მოიპოვებს – წესი დამტკიცდა
- მასწავლებლის გამოცდების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდების შედეგები დაწყებით საფეხურსა და ხუთ სხვა საგანში – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე