GE

2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე პროფსასწავლებლებში რეგისტრაცია 6000-მდე მსურველმა გაიარა

პროფესიულ სასწავლებლებში 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია 5 926-მა მსურველმა გაიარა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ განუცხადა.

3000 ვაკანტურ ადგილზე რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყო და 19 აპრილს 18:00 საათზე დასრულდა.

“სად, რამდენი დარეგისტრირდა და როგორია კონკურსი ეს დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი გეტყვით, რომ წელსაც, გასული წლების მსგავსად, დიდ კონკურსს ველოდებით, მზარეულის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებებზე (ელექტრიკოსი, შემდუღებელი და ა.შ.)

“სწავლა დაიწყება მაისის ბოლოს, სადიპლომო პროგრამები არის საშუალოდ ორი წელი. აგვისტოში რამდენიმე კვირით არის არდადეგები და სექტემბერში განახლდება ისევ სწავლა”, – განაცხადა ირინა წეროძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს საგაზაფხულო მიღება 22 დაწესებულებას ჰქონდა გამოცხადებული, ჯამში 62 უნიკალურ პროგრამაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური