GE

2020-2021 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა 

2020-2021 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის შესაბამისი ბრძანება დღეს, 1-ელ სექტემბერს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის რამდენი კურსდამთავრებული მიიღებს ჯილდოს. გამოქვეყნებულ ბრძანებას ასევე არ ახლავს დანართები, კონკრეტული მოსწავლეების სიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მედლებს სამი წლის კურსდამთავრებულები დღემდე ელოდებიან. 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადასცემოდათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური