GE

2021-2022 სასწავლო წლის პირველკლასელებისთვის დამატებულ ადგილებზე რეგისტრაცია ხვალ იწყება

2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება. ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2 ივნისს გამოაქვეყნა.

ელექტრონულ რეგისტრაციას ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე http://registration.emis.ge.

დამატებული თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელი იქნება 3 ივნისის 10:00 საათიდან ვებ გვერდზე https://catalog.emis.ge/main.

2021-2022 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

დეტალები პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური