2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის შედეგები დაწყებითი საფეხურის საგნებში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ხელოვნებაში გამოქვეყნდა
დღეს, 23 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შედეგებისა და შეფასების სქემების გამოქვეყნება დაიწყო. შედეგების ნახვა აპლიკანტებს დაწყებითი საფეხურის შემდეგ საგნებში შეუძლიათ: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ასევე ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
შედეგების გასაგებად აპლიკანტები საგამოცდო ცენტრის ვებგვერდზე უნდა შევიდნენ, პირად სარეგისტრაციო გვერდზე მათ საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვა შეუძლიათ.
იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი
იხილეთ შეფასების სქემები
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი)საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
საგამოცდო ცენტრის ცნობით, სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღება კი პირველადი შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.
ცნობისთვის, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია წელს 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
ასევე იხილეთ:
„სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ყოველწლიურად ჩატარდება“
როგორია ეროვნული გამოცდების მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცედურა – „ნაეკის“ პასუხი
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი