GE

2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობები განისაზღვრა

2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ დადგენილება გამოიცა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ და დღეს, 22 თებერვალს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, 2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​​​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.

დადგენილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
განათლება − 6,07%;
ჰუმანიტარული − 6,07%;
ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
სამართალი − 3,07%;
მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
აგრარული − 2,17%;
ჯანდაცვა − 1,17%;
ხელოვნება − 0,67%.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები 2023-2024 სასწავლო წლისთვის და მათზე თანხების განაწილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური