2023 წლის აბიტურიენტს აპელაციის შედეგად 15 ქულა მოემატა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აპელაციის შედეგად, ყველაზე მეტი – 15 ქულა, აბიტურიენტს ინგლისური ენის ნამუშევარში მოემატა.
მეორე ადგილზეა ნაშრომი ქართულ ენასა და ლიტერატურაში და კიდევ ერთი ნაშრომი ინგლისურ ენაში, რომლებსაც 14-14 ქულა მოემატა.
8 მომატებული ქულით მესამე ადგილზეა ნაშრომი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
აბიტურიენტების ნაშრომების გამსწორებლების შედეგები – გამოცდები 2023
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, 4 292 სააპელაციო განაცხადიდან ქულა 1 498 ნაშრომის შემთხვევაში შეიცვალა, რაც გასაჩივრებული ნამუშევრების 34.3%-ს შეადგენს.
პირველადი შედეგების აპელაციის შემდეგ, აბიტურიენტის მიერ მიღებული შეფასების შემცირების კუთხით უპირობო ლიდერია ქართულ ენასა და ლიტერატურაში გასაჩივრებული ნაშრომები. 25 შემცირებული შეფასებიდან, ზუსტად 20 ნაშრომი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე მოდის, შეფასება მაქსიმალურად 4 ქულით შემცირდა.
ასევე იხილეთ:
55-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2023 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება