2025 წლის აბიტურიენტებისთვის აპელაციის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის (NAEC) საპრეტენზიო განაცხადით მიმართვის ვადა დღეს, 6 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ.
აბიტურიენტებს ნედლი ქულების გასაჩივრება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge შეუძლიათ.
აპლიკანტს ერთი ან რამდენიმე დავალების გასაჩივრება შეუძლია.
აპელაციის საფასურს გამოსაცდელი სააპელაციო განაცხადის შევსებამდე იხდის. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან ბრუნდება.
აპელაციის შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე