2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა!
გამარჯვებული მასწავლებლის ვინაობა დღეს, 30 სექტემბერს, სულ რამდენიმე წუთის წინ დაასახელეს. გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
ელენე ბეთლემიშვილი, ქ. გორის N3 და N8 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
ნესტან კუბლაშვილი, ქ. თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მაია ლაპიაშვილი, ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
შალვა მინდაძე, ქ. თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქ. ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:
- გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
- მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;
- ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);
- მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება

