„ევროპის უნივერსიტეტში“ 25 სექტემბერს, ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება
25 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტი“ გიწვევთ ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები“ დასკვნით ღონისძიებაზე.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 22 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში შეგიძლიათ, ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე ექსპერტთა დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოთ.
პროგრამის დღის წესრიგი ასეთია:
- მისასალმებელი სიტყვები
- საერთაშორისო გამოცდილება: ხორვატიის ევროკავშირში მიღების გამოცდილება
- ქართული პერსპექტივა: მიმდინარე გამოწვევები
- ექსპერტთა პანელური დისკუსია
- ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესია
ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია, დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი