GE

32 პროფესია, რომელთა დაუფლებასაც საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში ვერ შეძლებთ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილების საფუძველზე, პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა 32 პროფესიული სპეციალიზაცია. ეს სპეციალობებია:

1. ბორტგამყოლი/გამცილებელი;

2. პრეპარატორი;

3. ექსპონატების გადამტანი;

4. ვიზაჟისტი (დეკორატიული კოსმეტოლოგია);

5. დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი;

6. სანახაობრივ ღონისძიებათა დიზაინერი;

7. ავეჯის დიზაინის კონსტრუირების სპეციალისტი;

8. პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების დეველოპერი;

9. ბიოსამედიცინო აპარატურის ტექნიკოსი;

10. მძღოლ-ექსპედიტორი;

11. შტურმანი;

12. ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტოპერატორი);

13. ბორტრადისტი;

14. რადიონავიგაციის ტექნიკოსი;

15. თევზის მომშენებელი;

16. საფრენი აპარატების წარმოების ავიატექნიკოსი;

17. საპარაშუტო და ავარიული სამაშველო საშუალებების ავიატექნიკოსი;

18. საავიაციო შეიარაღების ავიატექნიკოსი;

19. მინისებრი და კერამიკული დანაფარებით მასალების დეკორატიული გაფორმების სპეციალისტი;

20. პლასტმასის ჩამომსხმელი;

21. მეღუმელე;

22. სამსხმელო შენადნობების მდნობელი;

23. ღია სამთო სამუშაოების სპეციალისტი;

24. საბურღი ხსნარების სპეციალისტი;

25. აგრომოწყობილობების ელექტრიკოსი;

26. აეროპორტების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებათა მომსახურების ავიატექნიკოსი;

27. დრამის რეჟისორ-რეპეტიტორი;

28. წმენდითი სამუშაოების ტექნიკოსი;

29. აღმზრდელი (ბაგა-ბაღი);

30. ფერადი ლითონების გადამმუშავებელი;

31. ხე-ტყის დამზადება-დამუშავების საწარმოთა ტექნიკოსი;

32. კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი).

ჩამოთვლილი პროფესიების ამოღების მიზეზი EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს.

“აღნიშნული სპეციალიზაციების საკვალიფიკაციო ჩარჩოდან ამოღების საფუძველია, შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არარსებობა სახელმწიფო თუ კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

პროგრამებზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება ახალი სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავება და დამტკიცება განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობას. ამ შემთხვევაში, სპეციალიზაციები კვლავ აისახება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში”, – განგვიცხადეს სამინისტროში.

პროფესიული განათლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური