5 სტრატეგია, რომელიც მოსწავლეებთან თანამშრომლობით ურთიერთობაში დაგეხმარებათ
როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობა არ არის სათანადო, ეს საზიანოა როგორც სწავლისთვის, ასევე საკლასო კულტურისთვის. ყველასთვის ნაცნობი სცენაა: მოსწავლეეების ჯგუფი, რომლებმაც თითქმის დაასრულეს პროექტზე მუშაობა, ამ დროს, რომელიმე მოსწავლე გამოეყოფა ჯგუფს, მათ შორის ყალიბდება დაძაბულობა, რამაც შეიძლება დიდი გართულება გამოიწვიოს კლასში შემდგომ ურთიერთობებზეც.
თანამშრომლობითი სწავლების დაგეგმვა ეფექტური სტრატეგიის განსაზღვრას მოითხოვს. რა თქმა უნდა, საუკეთესოდ დაგეგმვის მიუხედავად, შეიძლაბა, გამოწვევების წინაშე დავდგეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.
წარმოგიდგენთ 5 სტრატეგია, რომელიც წარმატებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ:
✓გსურთ უცხო ენების შესწავლა? გაეცანით სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე
1. უკუკავშირი – კრიტიკული შეკითხვების ნაცვლად, შემაჯამებელი უკუკავშირის მიმცემი შეკითხვები ეხმარებათ მოსწავლეებს სწავლაში, შემაჯამებელი შეკითხვებით ნასწავლ მასალას მოსწავლე მომავალშიც წარმატრებით გამოიყენებს.
2. იყავი ინფორმირებული – მაგალითად, ჯგუფური მუშაობის დროს, მასწავლებელი ჯგუფის შიგნით კლიმატს გონებით უნდა აკონტროლებდეს. რომელი მოსწავლე ან მოსწავლეები არიან დომინანტები, ვინ არ არის ჩართული მუშაობაში, ვინ უფრო ეფექტურად მუშაობს ჯგუფში.
3. გააკეთე მკაფიო სტრუქტურა – მუშაობის პროცესში აუცილებელია დაეხმაროთ მოსწავლეებს მკაფიო და კონკრეტული მითითებებით, ასევე, შეგიძლიათ, უკუკავშირისთვის კითხვარი შეავსებინოთ:
✓ ოთხი რამ რაც კარგად მუშაობს
✓ სამი კონკრეტული რამ იდეების გასაუმჯობესებლად
✓ ორი კონკრეტული შეკითხვა ავტორისთვის
✓ ერთი წყარო რომლითაც რეკომენდაციას გაუწევთ ავტორს
4. პროცესის გასამარტივებლად გამოიყენეთ ტექნოლოგიური საშუალებები – თუ სწორად გამოვიყენებთ ტექნოლოგიებს ეს მოსწავლეებს მუშაობას გაუმარტივებს და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს გახდის. Blogs, wikis და Google Docs – კარგი საშუალებებია, რათა მოსწავლეებმა ერთმანეთისგან ისწავლოთ. ასევე, კარგი საშუალებებია ვიდეო და აუდიო მასალებზე მუშაობა სხვადასხვა პოგრამების გამოყენებით. ყოველივე ეს ხელს უწყობს თანამშორმლობითი გარემოს ჩამოყალიბებას
5. იყავით მზად სტარტის დასაწყებად – ყურადღებით დაგეგმილი თანამშრომლობაც კი შეიძლება, არასწორად წარიმართოს. სწრაფად უნდა მოინახოს გზა პრობლემის მოსაგვარებლად, კონფლიქტის მოსაგვარებლად გამოიყენებთ დადებითი ტონი.
თითოეულ მოსწავლეს აქვს თავის ბექგრაუნდი და დამოკიდებულებები, ისინი სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის ოჯახებში და სხვადასხვა პირობებში იზრდებიან. მათთან ერთად უნდა ვიპოვოთ გზები, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთთანამშრომლობა.
რა განსხვავებულ გზებს იყენებთ თქვენ თანამშრომლობის განვითარებისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები…