GE

51 700 ცალ სასკოლო მერხსა და სკამს შეიძენენ – რომელ რეგიონს ეხება პრემიერ-მინისტრის განკარგულება

2024 და 2025 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული საჭიროების გათვალისწინებით, 51 700 (კომპლექტი) სასკოლო მერხისა და სკამის შეძენა იგეგმება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში, სახელწოდებით – “2024-2025 წლების განმავლობაში სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჭიროებისთვის სასკოლო მერხებისა და სკამების (2024-2025 სასწავლო წლისთვის 51 700 კომპლექტი) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელების თაობაზე” ვკითხულობთ, რომელსაც 24 მაისს მოეწერა ხელი.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის განკუთვნილი სასკოლო მერხებისა და სკამების კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის საფასური განისაზღვროს 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე შესყიდვის ობიექტზე განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით”, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

ასევე იხილეთ:

დაფით და ცარცით, ჩაბნელებულ საკლასო ოთახში, სადაც ინტერნეტიც კი არ არის…

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური