6-7 ნოემბერს ალტე უნივერსიტეტში ჰაკათონი გაიმართება
6-7 ნოემბერს, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, ჰაკათონი თემაზე – „AI for Care“ გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში. ისინი, ჰაკათონის ფარგლებში, რეალურ სამედიცინო გამოწვევებზე გუნდურად იმუშავებენ.
თითოეულ გუნდს სამუშაო პროცესში დაეხმარებიან ალტე უნივერსიტეტის სტუდენტ-ექსპერტები და პროტოტიპის შექმნაში მონაწილეებთან ერთად იმუშავებენ.
საუკეთესო პროექტის ავტორს ალტე უნივერსიტეტი გადასცემს ფულად პრიზს 1 000 ლარის ოდენობით და საჭირო რესურსულ მხარდაჭერას იდეის განსახორციელებლად.
MEDTECH ჰაკათონის მხარდამჭერი – 4Hospitals კი, თავის რჩეულ გუნდს საჩუქრად 2 000 ლარს გადასცემს.
გამარჯვებულ გუნდთან ერთად, სტუდენტ-ექსპტერტებიც დაჯილდოვდებიან.
თუ გსურს, გახდე MedTech ჰაკათონის სტუდენტ-ექსპერტი და X-XII კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო ორდღიან გამოწვევაში, გაიარე რეგისტრაცია ბმულზე
რეგისტრაცია 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი