GE

მენტორის სტატუსი 9 მასწავლებელს მიენიჭა – როგორია სტატისტიკა საფეხურების მიხედვით

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგებიდან 9–ს უკვე მენტორის სტატუსი მიენიჭა. როგორც ცნობილია, აქამდე სქემაში აღნიშნული სტატუსის მქონე პირი არ არსებობდა.

2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში 1359 მასწავლებელს მიენიჭა უფროსის სტატუსი, 2 -ს წამყავნის და 9-ს მენტორის.

სტატუსების მინიჭების პროცედურა ზაფხულში მასწავლებლის გამოცდაზე გასული აპლიკანტებისთვის უკვე დასრულებულია, მონაცემები აისახა Eschool-ში. რაც შეეხება ზაფხულის გამოცდის შემდეგ არსებულ მონაცემებს სტატუსების მიხედვით, ის ასე გამოიყურება:

პრაქტიკოსი– 44 570

უფროსი-18 809

წამყვანი-216

მენტორი -9

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის თანახმად, მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია  დააგროვოს 25 კრედიტქულა.

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:

ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);

ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);

გ) ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);

დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ. 

მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე და მას სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარია, ხელზე ასაღები – 560 ლარი.

მაია კობახიძე: „ახალი სქემით მასწავლებლისთვის მენტორის სტატუსის მინიჭება გამარტივდა“

მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური